მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დავით ცინარიძის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდს გახმაურებული სკანდალი უკავშირდება. საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დავით ცინარიძის სახელების გამოყენებით, პატრულზე ზეწოლას ცდილობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button