კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
აბაშაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში დაკარგულ მამაკაცს თხილნარის მიმდებარე ხელოვნურ ტბაშიც ეძებენ. მისი კვალის დადგენა მეორე დღეა ვერ ხერხდება.
სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცავები და ახლობლები ჩაერთნენ.
აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში თხილის საკრეფად წასული 40 წლამდე ასაკის მამაკაცს
მეორე დღეა ეძებენ.
ხობის მკვიდრი ახმედ ბუსკანძე თანასოფლელებთან ერთად თხილის საკრეფად იყო წასული.იგი მუშაობის პროცესში ჯგუფს ჩამორჩა, მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.