„აბაშიძე-კარასინის ფორმატი ტატუნაშვილის საქმესთან კავშირში არ არის“ – რატი იონათამიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე, დეპუტატები მიიღებენ რეზოლუციას, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის პოზიციაც იქნება გათვალიწინებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას – აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებაზე, დეპუტატის თქმით, მოლაპარაკების აღნიშნული პლატფორმა არანაირ კავშირში არ არის ცხინვალში მომხდარ შემთხვევასთან.
როგორც რატი იონათამიშვილმა რადიო ,,თბილისის“ ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა, სახელმწიფოს წინაშე ორი ამოცანა დგას, – მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება და გათავისუფლდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი.
რეზოლუციის მიღების საკითხი პარლამენტში დღეს, პლენარულ სხდომაზე გავა.
მოისმინეთ რატი იონათამიშვილის ხმა.