რეგიონი

აბაშის მკვიდრ ახალგაზრდას დენმა დაარტყა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, მანქანების ერთ-ერთ სამრეცხაოში.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს მკვიდრს, 21 წლის ახალგაზრდას რეზი გადელიას,თბილისში დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

სოფლის რწმუნებულის ამირან ნადარეიშვილის ინფორმაცით, მამაკაცი სამრეცხაოში მუშაობდა.

მისი თქმით,ვიდეოკამერებმა სამსახურიდან გასვლის ფაქტი დააფიქსირეს.

ხოლო მეორე დღეს,სამრეცხაოს უკანა მხარეს მდებარე ქვესადგურთან გარადაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის ცხედარი სოფელში უკვე გადმოასვენეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

გარდაცვლილს მეუღლე ჰყავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ივნისში შვილს ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button