კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაკრძალვებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაკრძალვებსა და ქორწილებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
“რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოსო”- განაცხადა პაატა იმნაძემ.
12 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამთავრობო უწყებები დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით შემოსვლის წესები გამკაცრდა კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის განაცხადა, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.