მნიშვნელოვანისაქართველო

აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად აქცია იმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე “აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე ორგანიზაციის წევრებს მიტანილი აქვთ წარწერები რუსულ და ინგლისურ ენებზე – “ფეიკ პრემიერი”, “რუსული ოცნება.”

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20-21 ივლისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ.

ფორუმზე უკვე მივიდა გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრს შენობაში “სირცხვილიას” ძახილის ფონზე მოუწია შესვლა, თუმცა აქციის მონაწილეებთან გახარია არ გაჩერებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აბრეშუმის გზის ფორუმი უკვა გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე დელეგატი.

ფორუმის მიზანია საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიებას ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button