მნიშვნელოვანისიახლეები

აბუ დაბის სასამართლო ე.წ. დეპუტატების საქმეზე ხვალ იმსჯელებს – სწორედ მაშინ გადაწყდება, რა ტიპის სასჯელს დააკისრებენ ოცნების მოძალადე წევრებს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს, რომლებიც აბუ დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აკერძალათ. სასამართლო ე.წ. დეპუტატების საქმეზე ხვალ იმსჯელებს – სწორედ მაშინ გადაწყდება, რა ტიპის სასჯელს დააკისრებენ ოცნების მოძალადე წევრებს.
საქართველოს საელჩოში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რომ აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოიკითხვაზე იმყოფებიან“, – განაცხადეს საელჩოში.
„ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“, – განუცხადა მედიას საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ზარქუამ განაცხადა, „რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“.

ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი „უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“.

„მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა სანიკიძემ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ, „დანაშაულთა და სასჯელთა განსაზღვრის შესახებ“ კანონის 394-ე მუხლი ითვალისწინებს „ერთ წლამდე პატიმრობას ან 10 000 დირჰამის (დაახლოებით 2722 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმას ადამიანისათვის, რომელმაც სხვა ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი, რამაც ამ ადამიანის დაშავება გამოიწვია“.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.

საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე, კადრში ჩანს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.

ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.

შემდეგ გაბიტაშვილი და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს აგინებენ.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.

„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, – ამბობს გაბიტაშვილი.

ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში – მუშტს.

ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ 13 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ „ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს“.

ზარქუამ და სანიკიძემ ეს ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button