აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ

აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის ვიდეოებს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი Facebook-ზე აქვეყნებს. ერთ-ერთი ვიდეოს თანახმად, ფიზიკური თავდასხმის შემდეგ ირაკლი ზარქუა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
თავდასხმის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილმა Facebook LIVE-ში დეტალებზე ისაუბრა.
“საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუას, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია. […] მომვარდნენ საუზმის დროს, მშვიდად როცა ვიჯექი”, – ამბობს ის.
ცნობისთვის გაბიტაშვილმა, აბუდაბის ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ “ქართული ოცნების” დეპუტატებს გუშინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი, ნიკა ხატიაშვილი, აცხადებს, რომ გაბიტაშვილი, – რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, – ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.
ეს ინფორმაცია გაბიტაშვილმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით თავადაც დაუდასტურა მედიას. მანამდე გავრცელებულ ვიდეოში გაბიტაშვილი ამბობდა, რომ პოლიცია გამოიძახა.
მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ფოტოს ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
ნიკა ხატიაშვილის თქმით, ადგილზე მივიდა პოლიციაც. ეს ინფორმაცია მას აქვს ლაშა გაბიტაშვილისგან – თავად აბუ-დაბიში არ იმყოფება.
ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ „მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი“.
“ქართული ოცნების” წევრები, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული აბუ დაბის სასტუმროდან პოლიციის თანმხლებით გამოიყვანეს და პოლიციისვე მანქანაში ჩასვეს.
თავდასხმის დროს დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოლიგარქის პარტიის წევრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს და მან შესაბამისი ჩვენება უკვე მისცა.
გუშინ, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.
კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.
კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს. მათთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირიც.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ, „დანაშაულთა და სასჯელთა განსაზღვრის შესახებ“ კანონის 394-ე მუხლი ითვალისწინებს „ერთ წლამდე პატიმრობას ან 10 000 დირჰამის (დაახლოებით 2722 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმას ადამიანისათვის, რომელმაც სხვა ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი, რამაც ამ ადამიანის დაშავება გამოიწვია“.
ინფორმაციის დაზუსტების თხოვნით რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა აბუ-დაბის პოლიციას – არის თუ არა ვინმე დაკავებული, დაიწყო თუ არა გამოძიება და ა.შ. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, – ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში – მუშტს.
13 იანვარს, საღამოს 8 საათზე თბილისში იგეგმება საპროტესტო დემონსტრაცია გაბიტაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ინფორმაციას ნიკა ხატიაშვილი ავრცელებს.
აბუ დაბის კანონმდებლობის მიხედვით, “ქართული ოცნების” დეპუტატებს ან თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ აბუ დაბის პოლიციამ საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა, “ოცნების” წევრებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ამ მუხლს დაემატება სხეულის დაზიანების მუხლიც, მაშინ სასჯელს დაემატება კიდევ ერთი ვადა, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ საქმე აღიძრა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზეც, ჯარიმა იქნება 5 000 – 50 000 დირჰამი, რაც დაახლოებით 13 000 აშშ დოლარია. ამასთან, თუ საქმე აღიძრა ქონების დაზიანებაზე [თეფშის სროლა და ა.შ.] უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და ჩართული პირები დაჯარიმდებიან50 000 დირჰამით. საერთო ჯამში, თუ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო საქართველოს პარლამენტის ალალეგიტიმური წევრების წინააღმდეგ, მაშინ მათ 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.