სპორტ-ნიუსისპორტი
აბურჯანიამ ბენფიკას გაუტანა. ჟილ ვისენტემ 3 ქულა წამოიღო

პორტუგალიის ჩემპიონატის მეოცე ტურში ჟილ ვისენტე ლისაბონის ბენფიკას ესტუმრა და დედაქალაქელებს 2:1 მოუგო.
საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ 65-ე წუთზე ბენფიკას კარში გოლი თავური დარტყმით გაიტანა და გუნდი 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.
ლისაბონელებმა მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე შეამცირეს სხვაობა და საბოლოო ანგარიშიც დააგიქსირეს.
ჟილ ვისენტე 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს.
აბურჯანიამ 14 მატჩში ითამაშა და აქტივში 2 გოლი და 1 პასი ჩაიწერა.