საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დაკავებულია

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 1991 წელს დაბადებულმა მამაკაცმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იგი სამართალდამცავებმა წითელი ხიდის მონაკვეთზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button