აჭარაში ელექტრონული ბაზიდან 10 000-მდე ფაილი გაქრა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან 11 აპრილს 10 000-მდე ფაილი გაქრა, – განცახდება აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ვლადიმერ მგალობლიშვილის განმარტებით, ფაილები შეიცავდა ინფორმაციას თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამინისტროს შენობაში გარეშე პირთა მოძრაობის შესახებ.

ფაილები მას შემდეგ წაიშალა, რაც მგალობლიშვილმა მათი მიწოდება ორ თანამშრომელს დაავალა. მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია, მტკიცებულების სახით, სასამართლოში წარსადგენად სჭირდებოდა. მომხდარს სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტი იკვლევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button