აჭარაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარაში  სტიქიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ თხილნარის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკალმახე მეურნეობის გაწმენდას ცდილობდა, მდინარემ წაიღო. 

გვამი შემთხვევიდან რამდენიმე საათში მაშველებმა ზღვაში იპოვეს.  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.  ამ დროისთის მთავარ გზებზე მოძრაობა აღდგენილია. წვიმამ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა დააზარალა.

დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები,  მეწყერის გამო 30 ოჯახი რამდენიმე საათით რაიონულ ცენტრს მოსწყდა. მეწყერი ჩამოწვა სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, დაზიანდა ორი ავტომანქანა.  სტიქიის ზონები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოინახულა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button