კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
„აჩოტებს“ არ გაბარებთ“ – შს მინისტრი ბათუმში ჩავიდა
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში იმყოფება, თუმცა მან მედიასთან ვიზიტის მიზნებზე საუბარი არ ისურვა.
“მე მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი, მე თქვენ არ გაბარებთ „აჩოტებს“ სად ვივლი”, – უთხრა „მთავარს“ მინისტრმა.
გომელაურმა არ ისურვა, კომენტარი გაეკეთებინა ზუგდიდის სპეცოპერაციასა და სავარაუდო ბრალდებულის ძებნის ოპერაციაზე. განმარტა, რომ ამ თემაზე „20-ჯერ გააკეთა კომენტარი“.
ცნობისთვის: „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ბოროტმოქმედი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.