ადამიანი გადის მოწამეობრივ გზას- ექიმების აქცია აშშ-ს საელჩოსთან

ადამიანი გადის მოწამეობრივ გზას, მოვითხოვთ შეწყდეს მასზე ასეთი ზეწოლა, სასტიკი და წამების ტოლფასი – ექიმების აქცია აშშ-ს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გაიმართა.
მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იქ, სადაც ახლა ის არის, საფრთხეშია, რადგან გლდანის ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.
სპეციალური წერილი გაავრცელა კლინიკების ასოციაციამაც და კელი დეგნანს მიმართა.
ასოციაცია ელჩს მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო პოლიპროფილურ კლინიკაში გადასაყვანად დახმარებას სთხოვს. ასევე, მიმართავს თხოვნით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესი, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.
ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ სააკაშვილის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული.
გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად.
მიუხედავად ამისა, 8 ნოემბერს, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მისი ნებიბს საწინააღმდეგოდ, მოტყუებით, მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების კომენტარი