კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის საგარეჯოში 40 წლის მამაკაცი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 40 წლის მამაკაცი ადამიანის სიცოცხლის მოსპობისათვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რასაც ერთი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

საქმე სოფელ კაკაბეთში მომხდარ შემთხვევას ეხება, როცა ქვეითად მოძრავ 56 წლის მამაკაცს, ტრაქტორი შეეჯახა.მძღოლი ადგილიდან მიიმალა, ხოლო მამაკაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახი, ტრაქტორის მფლობელის განსაცდელში მიტოვებისთვის დასჯასაც ითხოვს.
ისინი თვლიან, რომ მძღოლის საქციელი, როცა ის შეჯახების შემდეგ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დანაშაულია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის, 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button