ადელმა Brit Award-ის 4 პრემია მიიღო [Video]

ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა მუსიკალური პრემია Brit Awards-ის ეთდროულად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა, – წერს The Guardian.
ადელი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ბრიტაანელი შემსრულებელი. აგრეთვე მან პრემიები მიიღო საუკეთესო ბრიტანული ალბომისთვის, საუკეთესო ბრიტანული სინგლისთვის და ყველაზე დიდი მსოფლიო წარმატებისთვის.
Brit Awards-ის საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად Coldplay დასახელდა, ხოლო საუკეთესო უცხოურ ჯგუფად კი Tame Impala.
საუკეთესო უცხოელი შემსრულებლების პრემიები წილად ჯასტინ ბიბერსა და ბიორკს ხვდა.
BRIT Icon Award-ის პრემიით სიკვდილის შემდეგ დევიდ ბოუი დაჯილდოვდა, რომელიც მომღერლის უახლოესმა მეგობარმა – მსახიობმა გერი ოლდმენმა წაიღო.
შეგახსენებთ, რომ Brit Awards-ის პრემიით დაჯილდოების 36-ე ცერემონია ლონდონში 24 თებერვალს ჩატარდა.