საქართველოსიახლეები

“ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასა და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე”

დღესასწაულებიდან ერთი კვირის თავზე შემთხვევების მატებას პაატა იმნაძე რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ახლა „ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“. მისი თქმით, შემთხვევების მატება სწორედ იქ ფიქსირდება, სადაც რეკომენდაციები არ შესრულდა.

„სამწუხაროდ, ის, რომ გვაქვს აი ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, არ იყო ერთი კვირის, 10 დღის წინ დაცული ის რეკომენდაციები, რომელიც გვქონდა გაცემული, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button