მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას“-ქარტია თეა წულუკიანის ქმედებაზე

თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს უარყოფითად აფასებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები განაგრძობენ ისეთი ტიპის ქმედებებს, რომლებიც აზიანებს მედიაგარემოს უსაფრთხოებას.

„ფაქტობრივად მათი ქმედებებით და განცხადებებით წახალისებულია ძალადობა. ჩვენ უკვე ვიხილეთ რა მოხდა 5 ივლისსს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაიაზრონ თითოეულ მათ ქმედებასა და განცხადებას რა შეიძლება მოჰყვეს. რეალურად ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას“, – აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.

მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს რომ ფაქტი აუცილებლად სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ, იკვეთება თუ არა თეა წულუკიანის ქმედებაში დანაშაული.

თეა წულუკიანი “მთავარი არხის” მიკროფონს არ აბრუნებს

მსგავსი პოსტები

Back to top button