მნიშვნელოვანისიახლეები

ახალი ვერტმფრენი არ არის პროდუქტი მიხვიდე და სადმე იყიდო-თავდაცვის მინისტრი

ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ – არა – ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება.
„ვერტმფრენებზე უკვე პასუხი გაგეცით. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ – არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. შეკვეთას იღებენ და დამზადებას იწყებენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან შოვში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა.
„კატასტროფაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს და მათ ოჯახებს. ვინც იქ ვიყავით შემზარავი კადრები ვნახეთ. ყველა ამ მოვლენების გარშემო ვიყავით. მთელი საქართველოსთვის დაუვიწყარი ტრაგედიაა“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა იფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიზისულ, კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია მობილიზება და გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანა საინფორმაცო შეტევის ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.
რაც შეეხება ვერტმფრენების სტიქიის ადგილზე მისვლას, პაპუაშვილის თქმით, ვერტმფრენი შოვში 3 საათში ჩავიდა, ვინაიდან 1 საათიანი ფრენის გარდა, შეტყობინების შემდეგ საჭიროა გადამოწმება თუ რა ტექნიკა არის საჭირო, რის შემდეგაც ტექნიკამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.
“კრიტიკულ კრიზისულ მომენტში, როდესაც მნიშვნელოვანი არის მობილიზება, თანადგომა და გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, სამწუხაროდ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველო და დღეს უწევთ ახლა ბოდიშების მოხდა ხან კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებულ საკითხზე, თითქოს იყო გარემოს სააგენტოს ანალიზი, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი და სინამდვილეში ტყუილი იყო აბსოლუტური.
კიდევ “მთის ამბები” ამბობდა, რომ თითქოს 2 დღე წყალი არ მოდიოდა ბუბის ხეობაში, დაკლებული იყო, რაც ასევე იყო ტყუილი.
სენსორი, რომელმაც იმ დღეებში და თვის მონაცემები მეც ვნახე, არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებული 3 აგვისტომდე.
დაემატა მეორე ტყუილი, რომ იქ ზემოთ თითქოს რაღაცა გუბდებოდა და იყო ღია ტბა. აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა, თან რა დროს, კრიზისის დროს. ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი.
200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება. გარდა ამისა იცით, რომ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო ესეც აღდგენილი არის. აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რაც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს ყველა ამოცანა შესრულდა.
სულ რაღაც 3 საათში მივიდა ვერტმფრენი. 1 საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ სჭირდება რა თქმა უნდა გადამოწმება თუ რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკის,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რაც ღამის განმავლობაში ხდებოდა.
“იქ რომ ყოფილიყო დამატებით 100 ვერტმფრენი, იგივე უნდა გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის, რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალი დაეფიქსირებინა, დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში. მერე შეიძლება ამ ვერტმფრენითაც გაერისკა ვიღაცას, დაუშვათ, ეს ძალიან პირობითი ნათქვამია.
როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენებზე, დახმარებაზე, დამატებით რომ ყოფილიყო ვერტმფრენი, ნებისმიერი აღჭურვილობით – იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ, მისი ხელმძღვანელები და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით, და თქვენ მაინცდამაინც, უკაცრავად ჟარგონის გამოყენებისათვის “აწვებით” ვერტმფრენებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ. არსებული [ვერტმფრენი] ვერ მუშაობდა და დამატებით ვისაც არ უნდა დახმარება გაეწია დახმარება, ვერ იმუშავებდა”, – თქვა მდინარაძემ.

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა, – ამის შესახებ ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ „საქაერონავიგაცია“ შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას სამი წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.
„პირველ რიგში, გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა.
„საქაერონავიგაცია“ შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას სამი წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.
ამასთან, განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია „საქაერონავიგაციის“ ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.
ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შენობა, რომელსაც „საქაერონავიგაცია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასა და ოპერირებასთან.
„საქაერონავიგაცია“ არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია.
აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. ამ დროისთვის ოფიციალური მონცემებით სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

7 აგვისტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.

ოცნება ჯერ კიდევ 2013 წელს აკრიტიკებდა წინა მთავრობას “არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვის” გამო და აცხადებდა, რომ “გადაწყვეტილი ჰქონდათ 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება”.

2017 წლის 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლიკვიდაცია ხმელეთიდან მოხდა.

ამ პერიოდში კვლავ განახლდა საუბარი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობისა და Super Puma-ს თვითმფრინავების გადაკეთების ან სამაშველო ვერტმფრენებში გადაცვლის შესახებ.

შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტმა იოსებ არჯევანიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შსს გეგმავდა Super Puma ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და შესაბამისი ხელშეკრულება ევრო კოპტერთან დადეს. შსს ასევე აცხადებდა, რომ კომპანია ეარ ბასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი Super Puma სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაეცვალათ.

2022 წლის 29 აგვისტოს კი გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის 8 წევრის დაღუპვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ისაუბრა დამატებითი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაზე.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოცნება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ “სუპერ პუმას” ვერტმფრენს გაყიდის და ამ თანხით 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს.

პრემიერის განცხადებით, ამის თაობაზე გომელაურის უწყება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროც იღებს მონაწილეობას.

2023 წლის 4 აგვისტოს, რაჭაში მომხდარი სტიქიის მეორე დღეს თქვა, რომ სიცრუეა, რომ ხელისუფლებამ 1 წლის წინ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა და არ შეიძინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button