ადიდებულმა ალაზანმა ელექტროგადამცემი ანძა წააქცია

ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე “ალაზნის” ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადამცემი ხაზის “ბახტრიონი” ანძის წაქცევა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ახმეტის რაიონის სოფლების: ქისტაურისა და ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს შეუწყდა.

ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ელექტროსისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

“ელექტროსისტემა ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ანძის უმოკლეს ვადაში აღსადგენად და მომხმარაბელთათვის ელექტროენერგიის უწყვეტად მისაწოდებლად”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button