მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ადიდებულმა წყალმა ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო

დღეს დილით უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მაქათუბანსა და საქასრიაში მშენებარე ავტობანი დატბორა.

ადიდებულმა წყალმა ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა წაიღო.

მშენებელი კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის ინფორმაციით, დილით, სამუშაოების მიმდინარეობისას, სოფელ საქასრიაში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ექსკავატორი წყალში მოიყოლა. მძღოლი, რომელიც ექსკავატორს მართავდა, ტრაქტორით უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ადიდებულმა მდინარემ მშენებარე ავტობანის ტერიტორიის ხევი-უბისას მონაკვეთი დააზიანა.

რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთს (F2) კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ აშენებს.

წყარო: “ჩემი ხარაგაული”

მსგავსი პოსტები

Back to top button