“ადრე თუ გვიან კოალიცია დაიშლება”

ვიცეპრემიერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ კოალიცია ქართული ოცნება დაიშლება, მაგრამ არა წლევანდელი არჩევნების წინ. კალაძემ პოლიტიკური გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება საჯარო გახდა.

“ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა უახლოეს მომავალში მე ამას ვერ ვხედავ და ვფიქორბ, რომ კოალიცია ალბათ არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის. რაც შეეხება ზოგადად მრეწველების და რესპუბლიკელების დაპირირსპირებას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა ეს ხდება, სააშკარაოდ გამოდის ეს თემა. თუ რაიმე პრობლემები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს დალაგდეს და გადაწყდეს თვითონ გუნდში“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button