ადრეულ ასაკში ქორწინება – გამოწვევები და სტატისტიკა [Audio]

ადრეულ ასაკში ქორწინების გამოწვევებზე იმსჯელეს საჯარო დებატებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხები და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზეც.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა სხვადასხვა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა და კონკრეტულ შემთხვევებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება.
მოუსმინეთ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს ლელა ბაქრაძეს ►