მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ ATACMS-უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე უარს ამბობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების და ომის უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გამო

“აშშ ნაცვლად ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ის მიწოდებისა, განიხილავს უკრაინას მიაწოდოს რაკეტების სხვა ვარიანტები, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მისცემს საშუალებას გააფართოვოს საომარი მოქმედების რადიუსი”, – აცხადებს მარკ მილი, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე.

მილის სიტყვებით, აშშ-ს ATACMS-ის მცირე მარაგი აქვს და შესაბამისად, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგები. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს აქვს სხვა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამავე დიაპაზონში მოქმედება: „მაგალითად, უპილოტოები. ბრიტანელებს აქვს რამდენიმე სისტემა“, – ამბობს გენერალი.

კიევი დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების, ტაქტიკურ მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემას ATACMS-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება “ჰაიმარსების” რადიუსს. არაოფიციალური ცნობებით, დასავლეთი უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე უარს ამბობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების და ომის უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გამო.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს GLSDB-ებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი მოიცავს ასევე HIMARS-ის სისტემების ამუნიციას, ჯავშანტექნიკას, Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Puma-ს უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ებს.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს.
Reuters-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი დახმარების ახალ პაკეტს ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებს.

დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატებითი ჭურვები NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. პაკეტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარი, ფინანსდება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისგან“, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მწარმოებლებისგან შეიძინოს და არა აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას. 500 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ფონდებიდან დაფინანსდება, რომელიც აშშ-ის ლიდერს საშუალებას აძლევს, საგანგებო სიტუაციების დროს იარაღი ქვეყნის მარაგიდან გასცეს.
ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, საბოლოო პაკეტი შაბათ-კვირას ჩამოყალიბდება. უფრო მეტიც, დაფინანსების მთლიანი ოდენობა, ისევე როგორც აღჭურვილობის კონკრეტული ტიპები, შესაძლოა საბოლოო ვერსიაში შეიცვალოს.

ცნობისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის, საერთო ჯამში, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა 160 Leopard-ის ტანკს მიიღებს.

ამასთან, პისტორიუსი ამბობს, რომ გერმანია უკრაინისთვის დამატებით Leopard-ის ტანკების გაგზავნას არ გეგმავს. მისი თქმით, გერმანიასთან ერთად, უკრაინას ტანკებს ვაშინგტონი და ლონდონი გადასცემენ.

“მე მჯერა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება უკრაინის საჭიროებების დაფარვა”, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.

შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button