მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ადვოკატი ტორესა მოსის გათავისუფლებას ითხოვს

მწერალ ტორესა მოსის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელწერილით განთავისუფლებას ითხოვს.
ადვოკატი თეო ზაქარაშვილი, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელია, ამბობს, რომ ზემდგომ ორგანოში დაკავებულის ხელწერილით განთავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა.

“ტორესა მოსის დაკავება და ვადის გაგრძელება არღვევს მის უფლებებს და ამიტომ ის ხელწერილის საფუძველზე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ჩემს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება და ამბობს, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური პროტესტი. ზემდგომ ორგანოს დაკავებულის ხელწერილით განთავისუფლები მოთხოვნით უკვე მივმართე”- განაცხადა ზაქარაშვილმა.
თეო ზაქარაშვილმა,. კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი, ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი, უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.

შეგახსენებთ, პარტია გირჩი მეტი თავისუფლებისათვის წევრი, მწერალი ტორესა მოსი პოლიციამ თელავში იმ დროს დააკავა, როდესაც მან აქცია პერფორმსი უშიშროების სამსახურის კახეთის განყოფილებასთან გამართა.
მან საკუთარ ავტომობილზე პოლიტიკური განცხადება- ტრანპარანტები დაამაგრა და ავტომანქანაში ჩაიკეტა.
სამართალდამცავებმა, ტორესა მოსის ავტომანქანაში, საბარგულიდან შეაღწიეს და ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

გამოძიება პერფომანსის ავტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ეს მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button