მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ადვოკატის თქმით ნიკა მელია დღეს საპატიმროს დატოვებს

ნიკა მელიას ადვოკატს მოლოდინი აქვს რომ დღეს ენმ-ს თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს.

“ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირის, ამერიკის და ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ აიძულა ხელისუფლება, დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა. დღეს ხდება, უბრალოდ, ამის გაფორმება. შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან,” – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 16.00 საათზეა ჩანიშნული.

დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო 40 ათასი ლარი 8 მაისს გადაიხადა.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button