მნიშვნელოვანირეგიონი

“აგარის ქარხანა ამუშავდება”

პროფკავშირების ცნობით, 1 მაისიდან აგარის შაქრის ქარხანა ამუშავდება და ყველა დასაქმებული ხელფასს 31 დეკემბრამდე მიიღებს.

პროფკავშირების წევრის, გიორგი დიასამძის თქმით, ეს გადაწყვეტილება დღეს, ბიზნესომბუდსმენს, დამსაქმებელსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

დიასამიძის ცნობით, ამჟამად აგარის შაქრის ქარხანა გეგმიურ სარემონტო მდგომარეობაშია და ის დასაქმებულები, რომლებიც ამ სამუშაოებში იქნებიან დასაქმებული, მათაც მისცემენ ანაზღაურებას.
დიასამიძის ცნობით, პროფკავშრები გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის რომ ქარხანამ სრული დატვირთით იმუშაოს 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგაც.

აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა 2017 წელს შეაჩერა იმ მიზეზით, რომ მისი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევდა შედარებით დაბალი ფასის იმპორტირებულ შაქარს. ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს მუშაობის აღდგენის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. გასულ კვირაში თანამშრომელთა ნაწილმა აგარიდან თბილისისკენ ფეხით მსვლელობაც მოაწყო და აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button