აგენტურული ოპოზიცია ბოლოს მორჩენილი ხურდების რეალიზებას ცდილობს მათი ვითომ პროტესტი ძალიან სასაცილოა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აგენტურული ოპოზიცია ბოლოს მორჩენილი ხურდების რეალიზებას ცდილობს, რის სცენებსაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს.
მისი თქმით, ოპოზიციის ვითომ პროტესტი ძალიან სასაცილო გახდა, ვეღარაფერს აკეთებენ და კვლავ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თავი ლიდერად წარმოაჩინოს.
“აგენტურას ბოლოში რომ ხურდები დარჩა იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად. გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში. მაგრამ იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე, რომ ვერაფერს ვეღარ შვრებიან და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კვლავ ცდილობს თავი ლიდერად წარმოაჩინოს. თქვენ ალბათ ხედავთ რამდენად პირდაპირპროპორციულია უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი. ჩვენ გვახსოვს, რომ ათეულობით მილიონი დოლარი როდესაც იხარჯებოდა, პროტესტიც შესაბამისი იყო. ვინც ამ პროტესტში მართლა გულწრფელად იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანებს ალბათ ნამდვილად მართებთ დაფიქრება. დიდი ფულიამ პროტესტის ხარისხი შესაბამისად მაღალია, ცოტა ფულიამ პროტესტის ხარისხი იკლებს, რატომ ხდება ასე? საუკუნის “აფიორა” დადგეს იმისათვის, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ყოფილიყო დაფინანსებამ იმიტომ, რომ ეს დაფინანსება იყო აგენტურული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.