აღმოსავლეთში თოვლს, დასავლეთში კი ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-დან 23 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.

მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან ქარბუქი. მათივე ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button