მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აგრარული ბაზრები იხურება

ბათუმის აგრარული ბაზარი დაიხურა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, დღეს დილით მოვიდნენ და გააფრთხილეს, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. მათივე განმარტებით, ეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხდებოდა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და რეკომენდაციით, ბაზარი მთლიანად დაიხურა.

3 აპრილს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი გაერთიანებული შტაბის სხდომაზე გადაწყდა, რომ დაიხურებოდა მხოლოდ სენაკის ბაზარი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად, ვითარება არ გამოჯობესებულა. დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სენაკთან ერთად, ორშაბათიდან ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხურება.

“სავარაუდოდ, ალბათ ყველ აგრარულ ბაზარს შეეხება და სამივე აგრარული ბაზარი ჩვენს რეგიონში იქნება დახურული. მხოლოდ დისტანციის დაცვა არაა საკმრისი. აქ რისკია ნაღდი ფულის მოძრაობაზე და იცით, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ფულით იქნა დაინფიცირებული”, – განმარტა გუბერნატორმა.

საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

1 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button