მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან-შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, თავმჯდომარის, კახა კუჭავასგან მოითხოვა რეაგირება 18 ივლისს, პარლამენტში შს-თა მინისტრის მოსმენის დღეს მომხდარ ინციდენტზე.

ბატონო კახა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ან უნდა იცოდეთ, და სხვას არ მივმართავ ამ შემთხვევაში, რომ ქალზე შეხება და ესეთი ფორმით ქალზე ძალადობა უბრალოდ, არის წარმოუდგენელი“,
– მიმართა ბიუროს სხდომაზე დეკანოიძემ კუჭავას და დაამატა, რომ როცა პარლამენტისგან მსგავს ფაქტებზე რეაგირება არ ხდება, ეს წაახალისებს ქუჩაში ძალადობას და “წყალში იყრება” თავად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონებიც:

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ენმ-ს წევრისგან თინა ბოკუჩავასგან მოდიოდა აგრესია და ეს “აღკვეთა”, როდესაც ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ის ტრიბუნიდან.

“როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ მნიშვნელობა აღარ აქვს სქესს. სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ესაა ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების. აგრესია მოდიოდა ქალბატონი თინასგან. ორი მანდატური მას აკავებდა და ვერ აკავებდა. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარიესთან… ბევრი რამ გვაქვს ნანახი, საღებავების გადასხმა, რაღაც ნივთიერებების დასხმა… ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა”, – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ის, რაც 18 ივლისს პარლამენტის სხდომაზე ხდებოდა, პროტესტის გამოხატვა არ ყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button