აგრო-პიარი ქუსლებზე!
ირმა კაჭარავა პიარის სპეციალისტია, გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა,მან შეისწავლა პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება,კერძოდ გერმანიასა და ლუქსემბურგში,წლების შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა დაბრუნება საქართველოში.
ამჟამად,სხვადასხვა მიმართულების კომპანიას უწევს პიარს, თუმცა თავადვე გამოარჩევს სოფლის მეურნეობას, რაც მისთვისაც საინტერესო სიახლეა.
რამდენად ხედავენ ქართული აგროსფეროს წარმომადგენლები პიარის აუცილებლობას საკუთარ საქმიანობაში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით რადიო „ჰერეთი“ ესაუბრა.
სხვადასხვა სფეროში მუშაობთ პიარის პოზიციაზე და ერთ–ერთი მათგანი აგრო მიმართულების კომპანია არის, ხომ არ გაგიჭირდათ სრულიად განსხვავებულ სფეროში გადასვლა?
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს, აგროსფეროში 3 წელია ვმოღვაწეობ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყე, ღვინის მიმართულებით,შემდეგ მსოფლიო ლიდერის ჯონდირის აგტორექნიკა. ამჟამად კი, კომპანია კარტლისის გუნდის წევრი ვარ. მარტივი არ არის ჩაიბარო, ისეთი კომპანიის პიარი, რომელსაც 23 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, საკმაოდ საფრთხილო და საპასუხისმგებლოა,ამასთანავე საამაყოც,რადგან საკუთარი წვლილი შეგაქვს და ეხმარები ქართულ აგროსექტორს.
საინტერესოა, რამდენად იყენებენ ქართული აგროსფეროს წარმომადგენლები პიარს, მისი საჭიროება რამდენად აქვთ გაცნობიერებული?
ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა,რადგან სწორი პიარის გარეშე ბიზნესის განვითარება და ცნობადობის გაზრდა შეუძლებელია, ეფექტურად წარმართული პიარი კი,პირდაპირ კავშირშია გაყიდვებთან. განსხვავებული დარგია თავის ცოდნას საჭიროებს, თუნდაც ფერმერთან ურთიერთობაში,რათა სწორად, სტრატეგიულად და რაც მთავარია მარტივად მივიდეს ესა თუ ის ინფორმაცია, ერთის მხრივ ფერმერამდე და მეორეს მხრივ მყიდველამდე.
პანდემიის პერიოდში, უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო სოფლის მეურნეობის სექტორში, მონდომებულნი არიან, რომ აწარმოონ ქართული პროდუქცია ოჯახისთვის, ზოგსაც კი სურს საკუთარი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად აქციონ.
და ბოლოს, კრიზისული მდგომარეობა გვაქვს პანდემიიდან გამომდინარე, რას ურჩევდით კომპანიებს ,თუ უმჯობესია არსებულ სიტუაციაში ცოტა ხანი შესვენება?
მთავარი ამ სიტუაციაში ისაა, რომ არ ჩავარდეთ პანიკაში,წინასწარ კრიზისს არავინ ელის, თუმცა მენეჯმენტს ბ ვარიანტი ყოველთვის უნდა ჰქონდეს შემუშავებული.მოდუნება არ შეიძლება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ პერიოდში საზოგადოება უფრო მეტად აკვირდება, თითოეულ განცხადებას, რათა ეს წლების ნაშენები რეპუტაცია ერთ პოსტში, თუ აქტივობაში არ დავანგრიოთ,რაც მიმდინარე პერიოდში, უკვე ბევრ „ბრენდ“ კომპანიას მოუვიდა.სიფრთხილეა საჭიროა, რათა შევინარჩუნოთ: ნდობა, რეპუტაცია, თანამშრომელი.
ახლა არ არის ფულის კეთების დრო, ახლა არის დრო გადარჩენის, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების,თუ როგორ დავეხმაროთ კომპანიებს, რომ ერთად გადავლახოთ ეს სირთულე.