მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ნადიკვართან მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი დახატეს

თელავში, დასვენების პარკ ნადიკვართან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახატული პორტრეტი გამოჩნდა.

თელაველი ქუჩის მხატვარი, ნოდარ ნახუცრიშვილი,  ნახატით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ,ასე გამოეხმაურა და ნახატს “საქართველოს ბოლო იმედი” მიაწერა.

მხატვარი მედიას არ ეკონტაქტება და მიხეილ სააკაშვილის პორტრეტის კედელზე გამოსახვის მიზეზებზე, კომენტარს არ აკეთებს.

ნოდარ ნახუცრიშვილს ეკუთვნის, თელავში,  სხვადასხვა ქუჩის კედლებზე გამოსახული სიმბოლური  ნახატები, რომლებთანაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოებს ხშირად იღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button