სპორტი

კილიან მბაპეს პსჟ-ში დარჩენა აღარ სურს

ფრანგი ფორვარდის, კილიან მბაპეს მომავალი პარი სენ ჟერმენში ბუნდოვანი მას შემდეგ გახდა,რაც თავად ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებას აღარ აპირებს.

ფრანგი ვარსკვლავის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 წელია დარჩენილი, ამიტომ კლუბს მისი უპირობო გაყიდვა მოუწევს, რათა მისი უფასოდ დაკარგვის რისკი თავიდან აიცილოს.

პსჟ – ს მიმართ გაგზავნილი შეტყობინებით 22 წლის ფეხბურთელმა კლუბის ადმინისტრაციას აცნობა, რომ პარიზში თამაშის გაგრძელებაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ სურს. იგი შვებულებაშია და ისვენებს. ფეხბურთელი ახლა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა; შვეიცარიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში სწორედ მის მიერ ვერგატანილი გოლი აღმიჩნდა გადამწყვეტი, რომ საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოთიშვოდა. როგორც ცნობილია, მბაპეს შეძენით ესპანური სამეფო კლუბი “რეალია” დაინტერესებული .

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პარი სენ ჟერმენმა 2017 წელს “მონაკოდან”დაიმატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button