მსოფლიოსიახლეები

აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

ერდოღანმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა და პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიანიჭა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. მისივე თქმით, ტაძრის მეჩეთად გადაკეთება არ ნიშნავს, რომ ის ტურისტებისთვის ჩაიკეტება.

1985 წლიდან ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button