მნიშვნელოვანი

,,აიისას“ მიზანი, ადამიანების რელიგიური კუთვნილებდან გამომდინარე მათი შეურაცხყოფა არ ყოფილა“ – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ ბეგაძე მიიჩნევს, რომ კომპანია ,,აიისას“ პრეზერვატის დიზაინი, ადამიანის უფლებების სტანდარტს არ არღვევს და მორწმუნეთა ნაწილის პროტესტი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, მხოლოდ მათი სუბიექტური აღქმიდან გამომდინარეობს.

,,შეუძლებელია დავადგინოთ, სხვადასხვა ადამიანისთვის, სუბიექტურად, რა გავლენას იქონიებს ესა თუ ის გამოსახულება ან გამოხატვა. ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის ქმედება, რომელმაც ობიექტური ზიანი გამოიწვია და კონკრეტული უფლებები შეზღუდა“, – განაცხადა მარიამ ბეგაძემ.

მარიამ ბეგაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო დონეზე გრძნობების შეურაცხყოფა დაცული არ არის, სწორედ მისი სუბიექტური აღქმაა და საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, ამა თუ იმ ქმედებით თანასწორობის უფლება და ღირსების დაცვის სტანდარტი ილახება.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდა.

მოისმინეთ მარიამ ბეგაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button