აიკრძალება თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში მოძრავ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ასეთ ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიმართოს”.
“არის ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს, ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს,” – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერმა აქცენტი გააკეთა მოძრაობის განტვირთვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე. ნარმანია ამბობს, რომ “დედაქალაქში ახალი ავტობუსების შეყვანა იგეგმება, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და შესაძლოა თბილისში ავტობუსების ზოლიც გაკეთდეს”.