მნიშვნელოვანისიახლეები

აიკრძალება თუ არა ონლაინ კაზინოები

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ხედვა წარმოადგინა. მისი აზრით, გაჭირვებული მოსახლეობა ყოველ დღე ონლაინ კაზინოებში თამაშობს და ფულს ხარჯავს.

მისივე თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება

პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში.

“მე ვისაუბრე ეკონომიკურ გუნდთან. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. პირველ ეტაპზე ის წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის.

მოთამაშეების დიდი ნაწილი არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი.

მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ირაკლი ღარიბაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button