უწმინდესმა საკუთრი არჩევანი მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა

საკუთარი არჩევანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კრწანისის მე-7 ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
პატრიარქმა მოქალაქეებს არჩვენების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხმა ის კანდიდატები აირჩია, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.
“ყველაფერი კარგად იქნება. ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ არჩევნების მშვიდობიანად, კეთილად ჩატარებას”, – განაცხადა უწმინდესმა.