Air France-ის თვითმფრინავის შასიში გვამი აღმოაჩინეს

ავიაკომპანია Air France-ის კუთვნილი თვითმფრინავის შასიში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის აეროპორტ ორლიში Orly-ში დაეშვა, მამაკაცის გვამი იპოვეს.

დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გვამი პარიზის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში ამოსაცნობად გადაიტანეს. გამოძიება საფრანგეთის საჰაერო-სატრანსპორტო გადაზიდვების ჟანდარმერიამ დაიწყო.

ადრე მსგავსი შემთხვევები ევროპის მსხვილ აეროპორტებშიც ყოფილა, სადაც მიგრანტები შეღწევას ამ გზით ცდილობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button