აიუფ ბორჩაშვილს ბრალს წაუყენებენ
აიუფ ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ისლამურ სახელმწიფოსთან დანაშაულებრივ კავშირს ედავებიან. თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე კი სასამართლომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
ბორჩაშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობასა და დაკავების შემდეგ დაფიქსირებულ არაერთ კანონდარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამ თემაზე: სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში [რეპორტაჟი]