
აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარ ძაღლთან, მეიჯორთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენს თამაშისას ფეხი დაუცდა.
ჯო ბაიდენს დელავერის შტატში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდგინდა.
ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტი საკუთარ Twitter-ზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ჯო ბაიდენი, რომელმაც 78-ე დაბადების დღე 20 ნოემბერს აღნიშნა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.