ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე ქალი გამოისახება [Photo]

ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტი ქალის – ჰარიეტ ტაბმენის სურათი გამოისახება, რომელიც მონობის წინააღმდეგ იბრძოდა, – გვაცნობებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

ტაბმენი პირველი ქალი გახდება, რომლის პორტრეტი ბოლო 100 წლის მანძილზე დოლარებზე არ გამოსახულა. პირველად, 1891-1896 წლებში, 1 დოლარის ღირებულების ვერცხლის სერტიფიკატზე ამერიკის პირველი ლედის – მართა ვაშინგტონის პორტრეტი იყო გამოსახული, ხოლო 1865- 1869 წლებში, 20-დოლარიან კუპიურაზე – ინდიელი პრინცესა პოკაჰონტასი.

ჰარიეტ ტაბმენი ახალ 20-დოლარიან ბანკნოტზე აშშ-ის მე-7 პრეზიდენტს, ენდრიუ ჯექსონს შეცვლის.

ჰარიეტ ტაბმენი 1820 წელს მერილენდის შტატში მონის ოჯახში დაიბადა. იგი 1849 წელს ტყვეობიდან ჩრდილოეთში გაიქცა და აბოლიციონისტების მოძრაობას შეუერთდა, რომელიც მონობის წინააღმდეგ იბრძოდა.

ახალი კუპიურა მიმოქცევაში 2020 წლისთვის იმ საკონსტიტუციო ცვლილების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შევა, რომლითაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

კამპანიის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს სიმბოლური და დაგვიანებული ცვლილება გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული სხვა ინიციატივების დასაწყისიც იქნება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33839″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button