მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც მთავრობას ე.წ. შათდაუნს აარიდებს. ახლა კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ სენატში, რათა მას საბოლოოდ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 45 დღეზეა გათვლილი და ის პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს დახმარებას სტიქიური უბედურებების დროს და არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას. კანონპროექტს 335-მა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი. ახლა ის აშშ-ის სენატში უნდა დაამტკიცონ.

ბიუჯეტის ასეთი პროექტი უკავშირდება კონსერვატიულ ნაწილს რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს. სენატში უმრავლესობა სენატს უჭირავს.

კონსერვატიული ნაწილი ხარჯების შემცირებას და მიგრაციის საკითხის მოგვარებას მოითხოვს.

ყოველწლიურად კონგრესში სახელმწიფო დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ. თუ ამჟამადაც პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეული არ იქნება, აშშ-ის დაიწყება ე.წ. შათდაუნი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხე იქნება.

ე.წ. შათდაუნი საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს – ასეთ დროს ფედერალური თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გადიან.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს მაკარტის პროექტს, იმ იმედით რომ მომავალში უკრაინის დახმარება აღდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button