ახალ ზელანდიაში ბუნებრივად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან [Photo/Video]

ახალ ზელანდიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ათასზე მეტმა ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის სამხრეთით მდებარე რაიონებში ტყის ოთხმა ხანძარმა იფეთქა. ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის შედეგად 11 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ბუნებრივად გაჩენილ ხანძარს მიწაზე 300 მეხანძრე, ხოლო ციდან 13 ვერტმფრენი და 3 თვითმფრინავი ებრძვის.

[print_gllr id=53713]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button