მნიშვნელოვანისიახლეები

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პრეროგატივა პრეზიდენტს აღარ ექნება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პრეროგატივა პრეზიდენტს აღარ ექნება.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებად ემზადება. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში, რომლის მიღების შედეგად საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად მოწესრიგდება, ცვლილება ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებასაც ეხება.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში კი, სხდომის გახსნის უფლებამოსილება პარლამენტის უხუცესს დეპუტატს აქვს.

ახალი რეგლამენტის პროექტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები შემდეგნაირად მოწესრიგდება: – ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს. ამასთან, რეგლამენტითვე განიმარტება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა პირველი სხდომის გამართვის თარიღი არ განსაზღვრა, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს – დღის 12 საათზე იკრიბება.

ახალი რეგლამენტის პროექტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

ახალი რეგლამენტის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button