რუსეთი სირიაში კასეტურ ბომბებს იყენებს [Photo]

სამართალდამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსური ძალები სირიაში კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა, – ორგანიზაციის მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება უმცხვილესი რუსული მედიაჰოლდინგი “РосБизнесКонсалтинг”.

სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში საბრძოლო კასეტური მასალა 20-ჯერ გამოიყენა. შედეგად, 35 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ რიცხვში – 5 ქალი და 17 ბავშვი იყო. ათეულობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

2 იერიში ლტოლვილთა ბანაკზე, ხოლო 1 დამასკოს გარეუბანში განლაგებულ სკოლაზე განხორციელდა, – ნათქვამია მოხსენებაში.

HRW ამტკიცებს, რომ ფოტო-ვიდეო მასალაზე, აგრეთვე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუებზე დაყრდნობით, კასეტური ბომბები საბჭოთა კავშირსა და რუსეთში იყო დამზადებული. სამართალდამცველებმა 7 ტიპის საბრძოლო კასეტური მასალა ამოიცნეს, რომელიც ალეპოზე, ჰამასა და იდლიბზე განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ აღმოაჩინეს.

Human Rights Watch ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ავიადარტყმების უკან მარტო სირიის სამთავრობო არმია ან რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსური ძალები დგას, ვინაიდან შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები ავიაციას არ იყენებენ.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ტიპის კასეტური მასალა სირიაში რუსეთის ოპერაციის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.

HRW ასკვნის, რომ კასეტური ბომბები ან რუსეთმა გამოიყენა ან სირიის ხელისუფლებას მხოლოდ ახლახან მიაწოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25740″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button