კახეთში და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა

კახეთში სიღნაღში და დედოფლისწყაროში, ასევე თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა.

თბილსერვის ჯგუფმა კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო.“თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის დავით დოლიძის განცხადებით ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფერხებებია ქვეყნის მასშტაბით არსებულ გზებზე: თოვისა და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სინოპტიკოსების ცნობით, დაბალი ტემპერატურა საქართველოში 27 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ამ მომენტისთვის დასავლეთ საქართველოში +10-15 გრადუსია, აღმოსავლეთ საქართველოში +3-8, მაღალმთიან და მთიან რეგიონებში თოვს.

სინოპტიკოსები ხვალ თბილისში თოვლჭყაპს პროგნოზირბენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button