ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

17 წლის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ვაგზლის მოედანზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button