მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 4 544-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 4 544-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ თურქეთის ტელევიზიის ეთერში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იუნუს სეზერმა განაცხადა.

„დაღუპული 3703 ადამიანია, დაშავდა 22 286 ჩვენი მოქალაქე” , – განაცხადა სეზერმა.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს 135 „ექაუნთი“, რომლებიც მიწისძვრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„თურქეთის უშიშროების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად გამოვლინდა 135 ანგარიში, რომლებიც აქვეყნებდნენ პროვოკაციულ და ცრუ „პოსტებს“ მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელებში“ ,- ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 26 721 ადამიანი დაშავდა.

ბოლო მონაცემებით, ორ ძლიერ მიწისძვრას თურქეთში 435 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა, 23 მილიონზე მეტი იყოს.

თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია. მედიის ცნობით, ძლიერი ხანძრის გამო, სტიქიის ზონისკენ მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს.

ისქენდერუნის პორტი უკვე მეორე დღეა იწვის. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრების შემდეგ, გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გარდა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები, რაც ქვეყანაში კომპლექსურ ლოჯისტიკურ პრობლემებს ქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button